საპილოტე პროგრამით სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან (მე-9, მე-10, მე-11, მე-12) დაიწყო კოლეჯში არსებული ავტორიზებული დუალური, მოდულური, ინტეგრირებული და მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების შესახებ ლექცია-სემინარები.
აღნიშნული ინფორმცაიის მიწოდებით სკოლის მოსწავლეები გაეცნობიან პროფესიულ პროგრამებს, პრაქტიკულად მოსინჯავენ საკუთარ ძალებს ამა თუ იმ პროფესიაში სამომავლოდ კარიერული გადაწყვეტილების მიღებისათვის.
მასტერკლასებს ახორციელებენ როგორც კოლეჯის მოხალისე პედაგოგები ასევე წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
პროგრამის განხორციელება დავიწყეთ 30 ნოემბერს და გაგრძელდება 2022 წლის მიღებებამდე.
დაგეგმილია ასევე, დაინეტერესების შემთხევაში, კოლეჯის სასწავლო და პრაქტიკული კაბინეტ-ლაბორატორიების დათვალიერება და სტუდენტებთან შეხვედრა.