საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირება. რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ენიჭება. მრავალფეროვნება, კეთებით სწავლება, სრული სახელმწიფო დაფინასება, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა და მოკლე დროში დასაქმების შესაძლებლობა - ის მთავრი კომპონენტებია, რაც გამოარჩევს პროფესიულ განათლებას და ხდის მას საინტერესოს.\r\n\r\nპროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის მერიის ორგანიზებითა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დაფინანსებით, პროფესიული განათლების ფესტივალი გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მასშტაბით არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სისტემაში ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები.\r\n\r\nსსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი პროფესიული განათლების ფესტივალზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებით წარდგა.\r\n\r\nღონისძიება გახსნეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა და ქალაქ თბილისი მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა.\r\n\r\nღონისძიების ფარგლებში სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის საგამოფენო მაგიდასთან გაიმართა სასმელების, ხილის და ყურძნიესული პროდუქტების დაგემოვნება-დეგუსტაცია.