სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი სტუდენტური ინიციატივების მხარდასაჭერად იწყებს განაცხადების მიღებას სტუდენტის/სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფების მხრიდან.
დაწესებულება წლიურად აფინანსებს არანაკლებ 3 საუკეთესო ინიციატივას.
კონკრეტული ინიციატივის მაქსიმალური ბიუჯეტი 2000 ლარი
საპროექტო განაცხადის განხილვის ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება ისეთ საპროექტო განაცხადს, რომელიც ხელს შეუწყობს:
პროფესიულ სტუდენტთა აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას;
პროფესიულ სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას;
პროფესიულ სტუდენტთა ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში;
პროფესიულ სტუდენტებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას;
მისცემს პროფესიულ სტუდენტებს თვითრეალიზაციის საშუალებას;
აამაღლებს პროფესიულ სტუდენტთა ჩართულობას დაწესებულების ორგანიზებით განხორციელებულ აქტივობებში და ხელს შეუწყობს სასწავლო გარემოს გამრავალფეროვნებას
განაცხადების მიღების პირველი ეტაპი მიმდინარეობს 2022 წლის 30 მაისის ჩათვლით