შპს “გარდენიასა“ და სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს შორის გაფორმდა მემორანდუმი მებაღეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ. პროფესიული პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 60% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში. სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი საწარმოსთან ერთად განსაზღვრავს პროგრამის სწავლის შედეგებს, რომელთა მიღწევა და შეფასებაც განხორციელდება საწარმოში. შპს „გარდენია“ თითოეული მიღების ფარგლებში მიიღებს 10 (ათი) პროფესიული სტუდენტს. აგრეთვე, საწარმო მოახდენს სასწავლო პროცესის უზრუნველყოფას მატერიალური და ადამიანური რესურსით და პროფესიულ სტუდენტთა წვდომა/დაშვებას საწარმოს იმ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან (ან საშუალებებთან), რომლის გამოყენებაც აუცილებელია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად.