საქართველოს ეკონომიკის მოთხოვნების, შრომის ბაზრისა და პროფესიული განათლების განვითარების, კოლეჯისა და საწარმოო ობიექტების ორმხრივი ურთიერთობებისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით გაფორმდა მემორანდუმი სააქციო საზოგადოება „ბაგრატიონი 1882„-ს და სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს შორის. ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ , რომ ითანამშრომლებენ როგორც აგრარული მიმართულების პროფესიული პროგრამების (მეღვინეობა - მევენახეობა) განვითარების და პროგრამებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიზნით, ასევე კოლეჯის აგრარული მიმართულების პროფესიული პროგრამების წარჩინებით კურსდამთავრებულთა თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. მევენახე - მეღვინეობის პროფესიული პროგრამის სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკა კომპანიის შამპანური ღვინოების წარმოების ქარხნის და მუხრანის მევენახეობის ბაზაზე. კოლეჯი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების ჩართულობას ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დაგეგმილ ღონისძიებებში.