29 მაისს გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსების ფარგლებში, პროფორიენტაციის საპილოტე კურსის მებაღეობის სწავლებისათვის, მოსწავლეების დაკვირვებით სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის სასწავლო ბაზაზე არსებულ ხეხილის სადემონსრაციო ნაკვეთზე შეიწამლა თესლოვანი და კურკოვანი ახალგაზრდა ხეხილის ნარგაობა. მოსწავლეებმა აღმოაჩინეს დაავადებული ფოთლები. შეწამვლის პროცესს პროფორიენტაციის საპილოტე კურსის მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდნენ: კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესიული პედაგოგი და მეხილეობის ჯგუფის სტუდენტები.