2024 წლის საგაზაფხულო მიღებაზე, სსიპ „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში” ჩარიცხული სტუდენტებისთვის გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა დაიწყო.
სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, წინამძღვრიანთკარში, კოლეჯის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
მისასალმებელი სიტყვით კოლეჯის დირექტორმა თემურ ასათიანმა, ყველა სტუდენტს და პედაგოგს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სსიპ ″ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი″ გისურვებთ წარმატებებს.