ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლა
🔹ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბაია კვიციანთან და პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურ დირექტორ, ირინე მარგიშვილთან ერთად გახსნა.
🔸კვირეულის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში გაიმართა პრეზენტაციები, ვორქშოპები, პანელური დისკუსიები, მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც მხარეები ერთმანეთს უზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას და განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს. რაც, თავის მხრივ, ქართულ და საერთაშორისო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ერთობლივ პროექტებზე მუშაობის პრაქტიკას უყალიბებს და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას უწყობს ხელს.
🔹ღონისძიება პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო დონეზე პარტნიორობის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად იმართება.
🔸პროფესიული განათლების საერთაშორისო კვირეულში საქართველოს როგორც საჯარო, ისე კერძო კოლეჯების წარმომადგენლები და პარტნიორი საერთაშორისო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები იღებენ მონაწილეობას 10 ქვეყნიდან - მათ შორის: ესპანეთი, ლიეტუვა, გერმანია, ესტონეთი, ლატვია, უნგრეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, თურქეთი და ჩინეთი.