სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯსა და სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მიზანია კოლეჯში დაინერგოს სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მომზადდეს კონკურენტუნარიანი სპეციალისტები, რომლებიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი უნარ-ჩვევებით და უსაფრთხოდ განახორციელებს ტყეში სატყეო სამეურნეო ღონისძიებებს, მათ შორის: ხე-ტყის დამზადებას, ტყის აღდგენის ღონისძიებებს (თესლის შეგროვება, თესვა, დარგვა, სანერგის მოწყობა და სხვა). განახორციელებს ხე-ტყის დახარისხებას, უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვასა და მავნებელ-დაავადებების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.\r\n მემორანდუმის პირობების თანახმად , სააგენტო კოლეჯს რთავს ნებას სატყეო საქმის პროფესიული მოდულების სწავლის შედეგების მიღწევის მიზნით, პრაქტიკული სწავლება განახორციელონ და პროფესიულმა სტუდენტებმა საწარმოო პრაქტიკა გაიარონ სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტყის ფონდში.