Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
Way To Georgia Travelers Guide
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი ფრენბურთში საქართველოს პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის ჩემპიონია!

ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი ფრენბურთში საქართველოს პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის ჩემპიონია!

29 ივნისს, მცხეთაში, მცხეთის სპორტულ კომპლექსში პროფესიული განათლების სპორტული ფესტივალის ფინალური შეხვედრები გაიმართა ფრენბურთში. ოთხთვიანი დაძაბული ბრძოლის შემდეგ, ფესტივალი, რომელიც მიზნად ისახავს კოლეჯებს შორის დაახლოებას, სტუდენტების ურთიერთგაცნობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, თავის კულმინაციას მიაღწია.

ფინალურ დაპირისპირებაში ერთმანეთს თსუ პროფესიული განათლების ცენტრი და ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი შეხვდნენ. შეხვედრა იყო მეტად სანახაობრივი და აზარტული. დაძაბული თამაშის შედეგად, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯმა გაიმარჯვა ანგარიშით 2-1 (პარტიებში) და ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

მესამე ადგილისთვის ბრძოლა სარკინიგზო კოლეჯსა და კოლეჯ „ამაგს" შორის გაიმართა. ამ შეხვედრაში კოლეჯმა „ამაგმა" იმარჯვა ანგარიშით 2-0 (პარტიებში) და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

შეჯიბრებების დასასრულს გაიმართა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალი, სადაც გამარჯვებულ გუნდებსა და მოთამაშეებს თასები და ინდივიდუალური ჯილდოები გადაეცათ.

პრიზები ტურნირის ორგანიზატორებმა - სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის - „კოლეჯი მოდუსი College Modus"-ის წარმომადგენლებმა გადასცეს.

ფესტივალი ჩატარდა სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი - „კოლეჯი მოდუსი College Modus"-ისა და პროფესიული უნარების სააგენტო • Skills Agency Georgia-ოს დაფინანსებით და ხელი შეუწყო გენდერულ თანასწორობასა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციას.