2017 წლის 3 აგვისტოს მცხეთა - მთიანეთის ახალი გუბერნატორი, ბატონი ლევან ზაუტაშვილი, ესტუმრა სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს მიმდინარე სასწავლო პროგრამებისა და სამომავლო გეგმების გასაცნობად.\r\n კოლეჯის დირექტორმა, ბატონმა თეიმურაზ ასათიანმა, მცხეთა-მთიანეთის ახალ გუბერნატორს დაათვალიერებინა აღდგენილი სასწავლო კორპუსის კაბინეტ-ლაბორატორიები, თანამედროვე ტიპის მოწყობილი სასწავლო-სახელოსნოები და კოლეჯის განახლებული ინფრასტრუქტურა. ბატონმა ლევან ზაუტაშვილმა მოინახულა ახლადგაშენებული მრავალწლიანი ხეხილისა და ვაზის სადემონსტრაციო ნაკვეთები .\r\n თეიმურაზ ასათიანმა კოლეჯის ადმინისტარაციის წევრებთან ერთად გუბერნატორს გააცნო როგორც წინამძღვრიაანთკარის, ასევე თიანეთისა და დაბა სტეფანწმინდის სასწავლო კორპუსებში საშემოდგომო მიღებისათვის დაგეგმილი პროგრამები. ბატონმა ლევან ზაუტაშვილმა და კოლეჯის დირექტორმა ისაუბრეს დუშეთის მუნიციპალიტეტის კოლეჯის სასწავლო კორპუსის რეაბილიტაციისა და, ზოგადად, კოლეჯის მომავალში განსახორციელებელი გეგმების შესახებ.\r\n\r\n მცხეთა-მთიანეთის გუბრნატორმა, ბატონმა ლევან ზაუტაშვილმა მოიწონა სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის საქმიანობა და აღუთქვა მხარდაჭერა კოლეჯს სამომავლო გეგმების განხორციელებაში.