2017 წლის 14-16 ნოემბერს მოხდა სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის თანამშრომელთა ვიზიტი თიანეთისა და სტეფანწმინდის სასწავლო ფართებში. ვიზიტის მიზანი იყო სწავლის დაწყების წინა პერიოდში სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვისათვის სასწავლო გარემოს შემოწმება და აღჭურვილობის ინვენტარიზაცია. ამასთან, მოხდა აღნიშნულ ფართებში განსახორციელებელი სპეციალობების მიხედვით პედაგოგებთან შეხვედრა და ტრენინგის ჩატარება.