2017 წლის 27 ნოემბერს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში მოხდა გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება“ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ახალი მოდელის შესრულებისა და პროფესიული ორიენტაციის კურსის პილოტირებისათვის ორი მიმართულებით (მებაღება და სანტექნიკური სამუშაოები) მონაწილე კურსდამთავრებულთათვის სერთიფიკატებისა და სამახსოვრო საჩუქრების გადაცემა. სერთიფიკატები გადასცა კოლეჯის დირექტორმა ბატონმ თეიმურაზ ასათიანმა. სერთიფიკატების გადაცემას ესწრებოდნენ როგორც კოლეჯის ადმინისტრაციის წევრები, ასევე პედაგოგები და კოლეჯის სტუდენტები.