2017 წლის 29 ნოემბერს შედგა ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის სასწავლო კორპუსის გახსნა დაბა თიანეთში. გახსნას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული დეპარტამენტის დირექტორი- ქალბატონი ირინა წეროძე, მცხეთა-მთიანეთს გუბერნატორი- ბატონი ლევან ზაუტაშვილი, ქ.თიანეთს მერი- ბატონი თამაზ მეჭიაური, საკრბეულოს თავჯდომარე-ბატონი გია წოწკოლაური, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული დეპარტამენტის უფროსი- ბატონი თამაზ ბახტაძე, კოლეჯის ადმინისტრაციის წევრები და პედაგოგები. სტუმრებმა სიტყვით მიმართეს 2017 წლის საშემოდგომო მიღებით ჩარიცხულ სტუდენტებს, მიულოცეს თიანეთში პროფესიული სასწავლების სპეციალობების გახსნა და გზა დაულოცეს წარმატებებისაკენ. კოლეჯის დირექტორმა -თეიმურაზ ასათიანმა სტუმრებს დაათვალიერებინა სასწავლო კორპუსის აუდიტორიები და სახელოსნოები. საზეიმო შეხვედრის დასასრულს გაიმართა კონცერტი ახლად ჩარიცხულ სტუდენტთა მიერ. გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.