2018 წლის 29 იანვარს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის „სატყეო საქმის სპეციალისტის“ პროფესიული პროგრამის სტუდენტებისათვის პროფესიული პედაგოგის, ბატონ ალექსანდრე აფციაურის თანხლებით მოეწყო სასწავლო ექსკურსია საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში. ექსკურსიის მიზანი გახლდათ კურსის სტუდენტები უკეთ გაცნობოდნენ სატყეო საქმის პროფესიას, აღნიშნულ პროფესიაში ორგანიზაციული მოწყობის ძირითად პრინციპებს, რათა სწორად დაგეგმონ მომავალი სამუშაო საქმიანობა და კარიერა. \r\n სტუდენტებს უმასპინძლა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის თანამშრომლმა და მცენარეთა ინტროდიქციული განყოფილების გამგემ, ქალბატონმა ლანა ხმალაძემ, რომელმაც მათ პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარა. სტუდენტებმა დაათვალიერეს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ძველი ტერიტორია, კულტივარების, საკოლექციო და ხმელთაშუა ზღვის სექციები.\r\nპრაქტიკულმა სასწავლო ექსკურსიამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.