2018 წლის 7 თებერვალს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის „თმის სტილისტის“ პროფესიული პროგრამის სტუდენტებისათვის პროფესიული პედაგოგის, ქალბატონ ირმა გუბელაძის თანხლებით მოეწყო სასწავლო ექსკურსია „მწვანე სალონში“ (სილამაზის სალონი). ექსკურსიის მიზანი გახლდათ კურსის სტუდენტები უკეთ გაცნობოდნენ თმის სტილისტის პროფესიას, აღნიშნულ პროფესიაში ორგანიზაციული მოწყობის ძირითად პრინციპებს, რათა სწორად დაგეგმონ მომავალი სამუშაო საქმიანობა და კარიერა. \r\n სტუდენტებს უმასპინძლეს სილამაზის სალონის მენეჯერმა, ქალბატონმა ელისაბედ შავგულიძემ და გამოცდილმა თმის სტილისტებმა, რომელთაც პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარეს სტუდენტებს და გააცნეს სილამაზის სალონის სტრუქტურა და შრომის უსაფრთხოების წესები. \r\n პრაქტიკულმა სასწავლო ექსკურსიამ საინტერესოდ ჩაიარა.