2018 წლის 16 აპრილს ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი ქეთევან ნატრიაშვილი და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ბესიკ თალაკვაძე. სტუმრებმა დაათვალიერეს რეაბილიტირებული კოლეჯის შენობა, სასწავლო ლაბორატორიები და მეხილეობისა და მევენახეობის სასწავლო-საკოლექციო ნარგაობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი, დაესწრო სასწავლო პროცესებს, გაესაუბრა სტუდენტებს, აპლიკანტებსა და პედაგოგებს. მინისტრის სტუმრობასთან დაკავშირებით კოლეჯში გაიმართა ღია კარის დღე, რომელსაც ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. კოლეჯის ტერიტორიაზე ისტორიული(ოთხასწლიანი) ცხრა მუხის დათვალიერებისას დაიგეგმა კოლეჯის 135 წლის იუბილეს ჩატარებისათვის სხვადასხვა სახის ღონისძიებები. გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გუბერნატორის სახელით გამოთქვა მზაობა დაინიშნოს მარშრუტი სტუდენტთა ტრანსპორტირებისათვის მცხეთიდან კოლეჯამდე.