სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში 2017 წლის 15 მარტს გაიმართა საქართველოს სახალხო არტისტის ლეო ანთაძის შემოქმედებითი ხასიათის შეხვედრა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აღნიშნული კოლეჯის სტუდენტები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წევრები. ასავე მოწვეულთა შორის იყვნენ: "იკაროსი"-ს, "მერმისი"-ს და "გლდანის საზოგადოებრივი კოლეჯი"-ს ადმინისტრაციის წევრები, გალავნის ბავშვთა სახლის წარმომადგენლები, საგურამოს, გალავნისა და ბიწმენდის სკოლის მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად. შეხვედრის დასასრულს მსურველებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები სახალხო არტისტთან ერთად.