2018 წლის 6 ივნისს სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯის „მეხილეობის“ პროფესიული პროგრამის სტუდენტებისთვის, პროფესიული პედაგოგის, ქალბატონ მაია თევზაძის ხელმძღვანელობით, მოეწყო სასწავლო ექსკურსია გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ გარეჯვრის ხეხილ-კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობაში - „ახალი ბაღი“, რათა სტუდენტები უკეთ გაცნობოდნენ ინტენსიური ბაღებისა და სარგავი მასალის საძირეებს, ჯიშებს; გასაუბრებოდნენ დარგის სპეციალისტებს. სტუდენტებს სანერგე მეურნეობაში უმასპინძლეს „ახალი ბაღის“ სპეციალისტებმა, რომლებმაც პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარეს სტუდენტებს სხვადასხვა საძირეებზე ნერგების წარმოების შესახებ და დაათვალიერებინეს სანერგეები და მსხმოიარე ხეხილისა და კენკროვანი სადემონსტრაციო ბაღები.\r\nპრაქტიკულმა სასწავლო, საველე ექსკურსიამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.