სსიპ ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯს საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შუამდგომლობითა და საელჩოს ატაშეს თანხლებით 2018 წლის 14 ივნისს სტუმრად ეწვივნენ ბორდოს (საფრანგეთი) მევენახეობა-მეღვინეობის კოლეჯის დირექტორი და მეღვინეობისა და მევენახეობის კათედრის სპეციალისტები. ვიზიტის მიზანი იყო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიზნით. კოლეჯის დირექტორმა სტუმრებს გააცნო მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით დუალური სწავლების პროგრამა, დაათვალიერებინა მევენახობის სადემოსტრაციო-საკოლექციო ნაკვეთი, სასწავლო კორპუსი, კაბინეტ-ლაბორატორიები და პრაქტიკის ობიექტები- KTW-ს მეღვინეობის საწარმო და მევენახეობის ნაკვეთი. სტუმრებს გააცნეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ვაზის საკოლექციო ნაკვეთები. სტუმრები გაესაუბრნენ ჩვენი კოლეჯის მევენახეობა - მეღვინეობის სტუნდენტებს. გადაიღეს სამახსოვრო სურათები.