2018 წლის 15 სექტემბერს, სსიპ - „ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივი კოლეჯი“ გამოეხმაურა მსოფლიო დასუფთავების დღეს. “მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის“- ამ დევიზით კოლეჯის თანამშრომლებიც შეუერთდნენ აქციას, დაასუფთავეს კოლეჯის მიმდებარე ტერიტორია და მოუარეს მწვანე ნარგაობას. დასუფთავების აქციის მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.