მოსწავლეებმა დაათვალიერეს კოლეჯის ტერიტორია და მოისმინეს საინტერესო ფაქტები კოლეჯის ისტორიის შესახებ. ასევე, დაათვალიერეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკის ოთახები და ლაბორატორიები. იხილეს კოლეჯის მასწავლებლების მიერ ჩატარებული საინტერესო დემონსტრაციები და თავადაც მოსინჯეს საკუთარი ძალები სხვადასხვა პროფესიაში. შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს, საგაზაფხულო მიღებისთვის, რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებისა და კოლეჯის მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების შესახებ.